saqarTvelos mdinareebi - merisi
ტერიტორიული ერთეულები | ქედის მუნიციპალიტეტი |
სათავე | შავშეთის ქედი |
სიგრძე | 19 კმ |
აუზის ფართობი | 134 კმ² |
სინონიმი: აკავრეთა.
მდინარე აჭარაში ქედის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2236 მ. სიგრძე 19 კმ, აუზის ფართობი 134 კმ2. ერთვის მდინარე აჭარისწყალს დაბა ქედის მახლობლად. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა - ზაფხულსა და ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 6,86 მ3/წმ.